მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 7 520 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

583440c06c187
BM.GE
22.11.16 16:55
1076
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 7 520 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 7 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.750 პროცენტით, მაქსიმალური 10.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.750 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები