მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 75 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5773a1c134d3e
BM.GE
29.06.16 14:21
1348
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 177 406 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,000 პროცენტით, მაქსიმალური 7,290 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7,181 პროცენტით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები