როგორც "საქმის კურსს" უწყებაში განუცხადეს, "გიორგი ბადაშვილი და მისი გუნდი ამ ეტაპზე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, თუმცა განიხილება გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი, განცხადება გაკეთდება ორშაბათს".
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა. მათივე ცნობით, ბადაშვილთან ერთად, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირმაც დატოვა.
გიორგი ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2015 წელს დაინიშნა. გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლის მაისიდან - ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს.