მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 929 გრ კონტრაბანდული ოქრო ამოიღო

5c0f96843b9bf
თელარა გელანტია
11.12.18 14:49
665
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 1 929 გრ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები