მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "სვეტის" დამფუძნებელი დააკავა

5bb4801ab17ff
ელენე გოგბერაშვილი
03.10.18 12:37
1163

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დეველოპერული კომპანია  „სვეტის“ ერთ-ერთი დირექტორი, გივი ჯიბლაძე დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს უწყებაში დაუდასტურეს.

შეგახსნებთ, ფინანსურმა პოლიციამ „სვეტის“ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო. აღნიშნულ პროცესს წინ უძღოდა „სვეტის“ დაზარალებული მენაშენეების პროტესტი. მათ წინაშე აღებული ვალდებულებები კომპანიამ ვერ შეასრულა და „სვეტის“ ყველა ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.

კომპანიას 4 000-მდე დაზარალებული მენაშენე ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები