მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

5b7d2ac248482
BM.GE
22.08.18 13:09
768
22 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 55 225 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.390 პროცენტით, მაქსიმალური 7.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.477 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები