14 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.010 პროცენტით, მაქსიმალური 7.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.030 პროცენტით განისაზღვრა.