მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის დეპარტამენტი შეიქმნა

59675e6d4c1d0
BM.GE
13.07.17 15:47
1251
ფინანსთა სამინისტროში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის დეპარტამენტი შეიქმნა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი "საქმის კურსთან" სასუბრისას ამბობს, რომ დეპარტამენტის ფუნქციებში შევა საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება და მომხმარებელთა ფუნქციების დაცვა.

რაც შეეხება საგადასახადო ადმინისტრირების ნაწილს, მას დღეს შემოსავლების სამსახური ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს.

"ადმინისტრირების გაუმჯობესება სახეზეა, მნიშვნელოვნად გაზრდილია დეკლარირება, 3-4-ჯერ გაზრდილია ბრუნვები, რომელსაც კომპანიები აჩვენებენ. სამინისტრო მუშაობს რომ სისტემურად მოხდეს დაკავშირება შემოსავლების სამსახურის და სათამაშო ბიზნესის ინვენტარის, ეს უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას.
სათამაშო ბიზნესის კანონპოექტის შემუშავების პრცესში ჩართულია ინდუსტრია, პარლამენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები", - ამბობს ხუციშვილი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სექტორის ბრუნვის გაზრდა ადმინისტრირების გაუმჯობესებას უკავშირდება.

ფინანსთა სამინისტროში შექმნილ დეპარტამენტს ამ ეტაპზე ხელმძღვანელი არ ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები