მიმდინარე წლის თებერვალში, Mastercard-მა ფინანსური განათლების ამაღლების პროგრამა დაიწყო, რომლის სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია. ფინანსური განათლების ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, Mastercard-ი მრავალ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ პროდუქტს შექმნის, მათ შორის საგანმანათლებლო მოდულებს, საჯარო ლექციებს, ინტერაქტიურ სემინარებს, ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებს და სოციალური მედიის კონტენტს. პირველ ეტაპზე, პროექტი ქვემო ქართლში, კახეთსა და მთიან აჭარაში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში პირველი ლექცია სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში ჩატარდა.