ბოლო წლებში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არაერთი საინვესტიციო შეთავაზება გაჩნდა, რომლებიც მოქალაქეებს მაღალი სარგებლის დაპირებით იზიდავს. ბაზარზე ადგილი აქვს როგორც ყიდვის, ისე გირავნობის შემთხვევაში მოქალაქეებისთვის არარეალურ შეთავაზებებს, რასაც ასობით დაზარალებული ჰყავს.
ასეთი ყველაზე მასშტაბურია „სფერო ინვესტის“ მაგალითი, რომლის გამოც კუთვნილი თანხები 244 ადამიანმა დაკარგა, საუბარია ჯამურად 12 მლნ ლარზე. კომპანიის დამფუძნებელი 3 წლიანი „მოღვაწეობის“ შემდეგ 2 დღის წინ დააკავეს.
როგორ უნდა ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდები და რა ტიპის შეთავაზებების არ უნდა გვჯეროდეს?
სტუმრები: გიორგი კეპულაძე -„საზოგადოება და ბანკები“-ს გამგეობის თავმჯდომარე;
ოთარ კაჭკაჭაშვილი - OK & CG-ის დამფუძნებელი


































