მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსური პირამიდების დამმაარსებელი სერგეი მავროდი გარდაიცვალა

5ab9d06328322
BM.GE
27.03.18 09:01
1774
პირველი ფინანსური პირამიდა МММ-ის დამაარსებელი, სერგეი მავროდი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სერგეი მავროდი რამდენიმე ფინანსური პირამიდის შექმნითაა ცნობილი, რომლებმაც სხვადასხვა წლებში ათასობით რუსეთის მოქალაქე დააზარალა.

მავროდიმ ფინანსური პირამიდა 1992 წელს შექმნა, შედეგად კი დანაზოგები 15 მილიონამდე ადამიანმა დაკარგა.

1994 წელს მავროდი გახდა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, 1996 წელს კი მას ჩამოერთვა დეპუტატის მანდატი, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან გაიქცა. ერთი წლის შემდეგ, ის ინტერპოლმა ძებნილთა სიაში შეიყვანა.

1998 წელს მავროდმა კიდევ ერთი ფინანსური პირამიდა Stock Generation შექმნა, რომელივ ვირტუალურ ბირჟას წარმოადგენდა.

რუსეთის სასამართლოს წინაშე მავროდი 2003 წელს წარსდგა. მას შემდეგ რაც მისი ექსტრადიცია განხორციელდა. 2007 წელს მავროდის 4,5 წელი მიესაჯა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები