მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს - რა რისკებს ხედავს ეროვნული ბანკი?

BM.GE
28.09.22 14:49
238
ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას 2022 წელსაც აგრძელებს“, - ასე ფიქრობენ საქართველოს ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე დღეს სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ქვეყანაში მოქმედი ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ამჟამად საბანკო სექტორს დამატებითი ფინანსური ბუფერების დაგროვება არ ესაჭიროება, თუმცა შესაბამისი ვითარების გამოკვეთის შემთხვევაში სები კონტრციკლური ბუფერის გაზრდას არ გამორიცხავს. ამასთან, სების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური სტაბილურობის ანგარიში აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდებზე და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე აკეთებს, რომლებიც ფინანსური სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი. საინტერესოა ცენტრალური ბანკის შეფასება, თუ რა წარმოადგენს დღეს ფინანსური სტაბილურობისთვის მთავარ რისკს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები