ფინეთმა რადიკალური ექსპერიმენტი დაიწყო და 2000 მოქალაქეს გარანტირებული შემოსავალი დაუნიშნა, სხვადასხვა ფონდების მეშვეობით.
პროგრამაში მონაწილე ყველა მოქალაქე, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის დასაქმებული ყოველთვიურად 560 ევროს მიიღებს.
პროგრამა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და აღნიშნული თანხის გადასახადებით დაბეგვრა არ მოხდება. CNN Money წერს, რომ თუკი პროგრამა გაამართლებს ის ყველა სრულწლოვან ფინელზე გავრცელდება. პროგრამაში მონაწილე მოქალაქეების შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა, თუმცა არცერთი მათგანი არ იღებს უმუშევრობის შემწეობას.
პროგრამის მეშვეობით მთავრობა ვარაუდობს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდება, რადგან დაუსაქმებელ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, უმუშევრობის შემწეობის დაკარგვის შიში აღარ ექნებათ.
ასევე პროგრამით ნავარაუდევია, რომ გაიზრდება მოთხოვნა ნახევარ განაკვეთურ სამუშაოზე.
ფინეთი არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც მსგავსი საპილოტე პროგრამა ხორციელდება, მის დანერგვას გეგმავენ კანადაში, უგანდასა და ბრაზილიაში. ამასთან თვეში 600 ევრომდე შემოსავალს იღებენ იტალიის ქალაქ ლივორნოში.
მსგავსი პროგრამის განხორციელებას რეფერენდუმის გზით მხარი არ დაუჭირეს შვეიცარიაში.

























