მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფინკა ბანკი ფინანსური მომსახურების მიწოდების კუთხით მსოფლიოში ლიდერი უნდა გახდეს"

5ae1c7d4025d3
თამუნა დემეტრაშვილი
26.04.18 16:35
580
"მე მინდა რომ ფინკა გავხდეს ლიდერი ფინანსური მომსახურების მიწოდების კუთხით მსოფლიოში" -ამის შესახებ განაცემაში "ქალების ნარატივი" ფინკას საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრე სიმონმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ტექნოლოგიების კუთხით, რომ ფინანსური მომსახურება მოსახერხებელი გახადოს. "ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფილიალებიდან შორს ცხოვრობენ", - განაცხადა ანდრე სიმონმა.

"საქართველო ბრწყინვალე ქვეყანაა, მრავალი ფილიალი გვაქვს ქვეყანაში და ვემსახურებით უამრავ ადამიანს რეგიონებში, რაც განასხვავებს ფინკას სხვა ორგანიზაციებისგან. მე ყოველთვის ვაკეთებდი აქციენტირებას, რომ გვემუშავა ისეთ ადგილებში, სადაც ტრადიციულ ბანკებს არ აქვთ ფილიალები. ჩვენი ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირდაპირი კონტაქტია კლიენტებთან", - აღნიშნა ანდრე სიმონემ.

"ფინკა ბანკი" საქართველოში მუშაობის 20 წლიან იუბილეს აღნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები