მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინტექის განვითარების სტრატეგია - რა გამოწვევებს ხედავს სებ-ი სექტორში?

ეროვნული ბანკის მხრიდან მომზადებულ ფინტექ სტრატეგიაში ნახსენებია, რომ ეროვნულ ბანკი AI რეგულაციის შემუშავებასაც გეგმავს. სებ-ის ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიის მიხედვით, რეგულაცია ევროკავშირის AI აქტის შესაბამისი იქნება, რათა აღნიშნული ტექნოლოგიები თავის მარეგულირებელ ჩარჩოში უსაფრთხოდ და ეფექტურად დაინერგოს.ამასთან, სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ცენტრალური ბანკი მარეგულირებელი და საზედამხედველო პოლიტიკის მიზნების მიღწევის პროცესის გასაუმჯობესებლად უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. რას გულისხმობს ახალი AI რეგულაცია და რა ეტაპზეა დღეს ფინტექის განვითარება საქართველოში, რა გამოწვევები აქვს სექტორს და როგორ პასუხობს სებ-ი ამ გამოწვევებს?

სტუმარი: ვარლამ ებანოიძე - სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები