მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#ფინტექისაქართველოში - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსებში

ბოლო წლებში მსოფლიოში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტის ცნება. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტს 2030 წლისთვის დამატებითი $10-15 ტრილიონამდე ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. ბევრი ექსპერტის აზრით, მისი განვითარება შეუჩერებელი პროცესია და ის საზოგადოება, რომელიც არ იქნება მზად მიიღოს ეს ცვლილებები, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს.

ბოლო წლებში მსოფლიოში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტის ცნება. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტს 2030 წლისთვის დამატებითი $10-15 ტრილიონამდე ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. ბევრი ექსპერტის აზრით, მისი განვითარება შეუჩერებელი პროცესია და ის საზოგადოება, რომელიც არ იქნება მზად მიიღოს ეს ცვლილებები, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს.

მაგალითისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ფინანსურ სფეროში შეუძლია პროცესების ავტომატიზაცია, შემოსავლებისა და ბიუჯეტის პროგნოზირება, თაღლითობის იდენტიფიცირება და მისი პრევენციის გაუმჯობესება. რეალურ დროში სხვადასხვა სახის რისკების ანალიზი და მონიტორინგი, ასევე ვირტუალური ასისტენტების და ჩატბოტების სერვისის გაუმჯობესება.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა Generative AI, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტით გამყარებულ მანქანური სწავლების მოდელს. Generative AI-ის კარგი მაგალითია OpenAI-ის მიერ გამოშვებული ChatGPT. ამ ტიპის ხელოვნურ ინტელექტს ფუნქციების უფრო ფართო სპექტრი გააჩნია, და მას შეუძლია მუშაობა არასტრუქტურიზებულ, დიდი მოცულობის მონაცემებთან საკმაოდ სწრაფად, რაც ზრდის მის გამოყენებადობას ფინანსებში.

თუმცა აღნიშნულ დადებით მხარეებთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს აქვს თავისი რისკები, რომელთა დროული იდენტიფიკაცია არის საჭირო სანამ მას გამოვიყენებთ სხვადასხვა პროცესებში. სწორედ ამიტომ 2021 წელს ევროკავშირმა შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტის რეგულაცია, რომელშიც განსაზღვრულია ის პრინციპები და მიდგომები რაც უნდა იქნას მხედველობაში მიღებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დროს. დაახლოებით ერთ თვეში იქნება საბოლოო განხილვა ამ დოკუმენტის და მისი ძალაში შესვლა 2025 წლიდან იგეგმება.

საქართველოში 2023 წლის ბოლოს შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული სფეროს პროფესიონალების, ენთუზიასტების, მკვლევრების და სხვა დაინტერესებული პირების არაკომერციულ გაერთიანებას. მათი მიზანი საქართველოში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით არსებული დიდი პოტენციალის სწორად და მაქსიმალურად რეალიზების ხელშეწყობაა.

სტუმრები: დავით ბოჭორიშვილი - სებ - ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელი;

ერეკლე მაღრაძე - საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები