მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინური ენერგოკომპანია Fortum-ი რუსეთში ახალ საინვესტიციო პროექტებს აჩერებს - განცხადება

6220bf98d8f76
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.22 18:30
495
ფინური კომპანია Fortum-მა რუსეთში არსებული საინვესტიციო პროექტების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მარკუს რაუმაროს შესაბამისი განცხადება კომპანიის ვებგვერდზეა განთავსებული.

მარკუს რაუმაროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია არსებული თბო და ელექტროსადგურების ოპერირებას აგრძელებს და ის რიცხვებია მოყვანილი, რომელსაც კომპანია რუსულ ენერგობაზარზე აწარმოებს.

„როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც რუსეთში დიდი ხნის საქმიანი კავშირები და საქმიანობის ფართო სპექტრი აქვს, უკრაინა-რუსეთს შორის კონფლიქტის გამო განადგურებული და დამწუხრებული ვარ და მდგომარეობას დიდი ყურადღებით ვაკვირდები. გასული ერთი კვირის განმავლობაში იმ დიდი ტანჯვის მოწმენი გავხდით, რაც ხალხს სამხედრო ოპერაციამ მიაყენა. ამის გამართლება არ არსებობს. ამ მდგომარეობამ ასევე რუსეთ-ევროპის ურთიერთობები შეარყია, ათწლეულების მანძილზე დამყარებული კავშირები დააზიანა. შედეგები გრძელვადიანი იქნება.

ჩვენს შვილობილ კომპანია Uniper-თან ერთად რუსეთში 12 ელექტროსადგური გვაქვს, რომელთა კომბინირებული ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრეა 15.5 გიგავატი, ხოლო სითბური ენერგიის გამომუშავების სიმძლავრე 10.2 GW-ია. 2021 წელს რუსეთში 71.9 ტერავატ საათის (ტვტ.სთ) ელექტროენერგია და 19.1 ტვტ.სთ-ის სითბო ვაწარმოეთ.

ჩვენი რუსული გენერატორის აქტივების საბალანსო ღირებულება და Nord Stream 2 გაზსადენის პროექტში მონაწილეობა დაახლოებით 5.5 მლრდ ევროს შეადგენს.

2021 წელს ჩვენმა ოპერაციებმა რუსეთში დაახლოებით 500 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც ჯგუფის საერთო საოპერაციო შემოსავალის დაახლოებით 20%-ს შეესაბამება. გარდა ამისა, Uniper-ის გაზის გრძელვადიანი კონტრაქტები წლიურად, დაახლოებით, 370 ტვტ/სთ-ს შეადგენს, აქედან დაახლოებით ნახევარი რუსეთზე მოდის.

რაც მთავარია, რუსეთში 7000-მდე თანამშრომელი გვყავს. ამ უპრეცედენტო ვითარებაში, ჩვენი ძირითადი ყურადღება თანამშრომლების კეთილდღეობა და მომხმარებლებისთვის მიწოდების უწყვეტობაზე გავამახვილეთ“, - აღნიშნულია აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ კომპანია ევროპელი მომხმარებლის ენერგომომარაგებას წესების დაცვით აგრძელებს.

„ოპერირება ახლა ნორმალურად მიმდინარეობს, ასე რომ მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულება შეგვიძლია.

სიტუაცია ძალიან დინამიურია და ყოველდღიურად, თუ არა საათობრივად იცვლება, ამიტომ ძალიან რთულია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენს ჩვენს ოპერაციებზე მომავალში. ცხადია, რომ ჩვენ ვიცავთ ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, სანქციების ჩათვლით, და სხვადასხვა სცენარისთვის ვემზადებით.

იმ შემთხვევაში, თუ მოვლენების ესკალაცია ხელს შეგვიშლის ჩვენი ევროპელი მომხმარებლებისთვის ენერგიით მიწოდების ვალდებულებების შესრულებაში, ჩვენ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან და მთავრობებთან ერთობლივი გადაწყვეტის მოსაძებნად ვიმუშავებთ“, - აცხადებენ კომპანიაში.

ოპერირების გაგრძელების მიუხედავად, კორპორაცია Fortum-ის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ამ რთულ პერიოდში ბიზნესში ცვლილებების შეტანა აუცილებელია და ახალ პროექტების გაჩერების შესახებ განაცხადს აკეთებს.

„ბიზნესი არ შეიძლება გაგრძელდეს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ამ დროისთვის რუსეთში ჩვენ ყველა ახალი საინვესტიციო პროექტი შემდგომი შეტყობინებამდე შევაჩერეთ და რუსეთში თერმული გენერირების წარმოების შემცირებას გავაგრძელებთ“.

განცხადებაში აქცენტი გამოწვევების დაძლევის გზების ძიებასა და გამოსავლებზეა გაკეთებული.

„მთელი ამ გაურკვევლობის ფონზე, ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: ევროპას სასწრაფოდ სჭირდება ენერგეტიკული გადასვლა. მიმდინარე მოვლენებმა განტოლებაში მდგრადობის, ხელმისაწვდომობისა და მიწოდების უსაფრთხოების შესახებ, ასევე ახალი ცვლადი კერძოდ დამოუკიდებლობა დაამატა...

ჩვენ მიმდინარე დისკუსიებს ვაწარმოებთ ფინეთისა და გერმანიის მთავრობებთან იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია Fortum Group-ს უზრუნველყოს მიწოდების უსაფრთხოება ევროპაში.

1) რუსული რუბლი (RUB) მნიშვნელოვნად გაუფასურდა 2021 წლის 31 დეკემბრის კურსთან შედარებით. თუ ასე გაგრძელდა, ეს უარყოფითად აისახება Fortum Group-ის რუსულ რუბლში გამოსახულ შემოსავლებში, აქტივებსა და ვალდებულებებზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში“, - წერია მარკუს რაუმაროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები