"მაგთის" შესაძლოა ფიქსირებულ ინტერნეტზე კონკურენტების დაშვების ვალდებულება დაეკისროს. კომუნიკაციების კომისია მუშაობს პროექტზე, რომელიც საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის უმსხვილესი მიმწოდებლისთვის, ახალი რეგულაციის დაწესებას ითვალისწინებს. კომისიისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევა მიუთითებს, რომ ქვეყნის უმეტეს დასახლებულ პუნქტებში ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი არაკონკურენტულია, აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებისთვის კი მნიშვნელოვანია ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეს, "მაგთის" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსი მიენიჭოს და ამ სტატუსთან ერთად ახალი ვალდებულებები დაუწესდეს. რა აჩვენა კვლევის შედეგებმა და რა ახალი ვალდებულებები შეიძლება დაეკისროს მაგთიკომს?