მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 2022 წელს მილიონს გადააჭარბა - კახა ბექაური

64942382225f2
BM.GE
22.06.23 15:06
364
პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1.080.000 შეადგინა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ 2021 წელთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 70.6 ათასით გაიზარდა, რაც 7%-იან ზრდას გულისხმობს.

“ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან, უკვე 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი”, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და დაამატა, რომ სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში ინტერნეტი სრულად გახდება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები