მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფიქსირებული ქსელის აბონენტთა რაოდენობა მცირდება

5b3211864943c
თამუნა დემეტრაშვილი
26.06.18 14:11
745
ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტების რაოდენობა მცირდება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისი ჩათვლით, კომპანიებმა 31 ათასზე მეტი აბონენტი დაკარგეს და ბოლო მონაცემებით, 597 ათასი მომხმარებელი ჰყავთ.

კლება კიდევ უფრო შთამბეჭდავია წლიურ ჭრილში - 2017 წლის მაისთან შედარებით, წელს კომპანიები 103 ათასზე ნაკლებ მომხმარებელს ემსახურებიან. შედარებისთვის, 5 წლის წინ, მაისში ფიქსირებული სატელეფონო ქსელით 1 მილიონ 137 ათასი აბონენტი სარგებლობდა. დღეის მდგომარეობით ყველაზე მეტი აბონენტი-316 ათასი ,,სილქნეტს" ჰყავს, 146 ათასს - "მაგთი" ემსახურება, "ახალ ქსელები" და "ახტელი" კი ჯამში 118 აბონენტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები