საკომუნიკაციო კომპანიებს, რომლებიც აბონენტებს ფიქსირებული ქსელით, ე წ. ქალაქის ტელეფონებით ემსახურება მომხმარებელი ერთი წლის განმავლობაში 10%-ით შეუმცირდათ. თუკი გასული წლის დასაწყისში ჯამში ქსელის 746 ათასი აბონენტი ფიქსირდებოდა, 2017 წლის ბოლოს ეს რიცხვი 675 ათასამდე შემცირდა. აბონენტები აღნიშნული სერვისის მქონე ყველა ოპერატორს შეუმცირდა,- სილქნეტს 7%-ით, მაგთის-23%-ით, ხოლო ახალ ქსელებს 17%-ით. აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წელში ფიქსირებული ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის განახევრებულია, 2013 წელს ქალაქის ტელეფონებს მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.
აბონენტებზე მეტად კი ქსელის ოპერატორებს შემოსავლები შეუმცირდათ. მაგალითისთვის, 2013 წელს კომპანიებმა ამ სერვისიდან 76 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, 2017 წელს კი შემოსავალი 43 მილიონამდეა შემცირებული-კლება 44%-ს შეადგენს.

























