13 სექტემბერს, სასტუმრო შერატონ ბათუმში, კრეატიული ინდუსტრიის მე-9 საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2025-ის დახურვის ცერემონიალი და დაჯილდოება გაიმართა. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 კატეგორიაში (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, ფილმი) ეჯიბრებოდნენ. მათ საერთაშორისო ჟიურის 5 გუნდი აფასებდა, რომელიც 20 ქვეყნიდან მოწვეულ 28 წევრს აერთიანებდა. წლევანდელი გრანპრის მფლობელი ქართული სააგენტო Playmakers Georgia გახდა.
უკვე წლებია, რაც Ad Black Sea რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის ადგილად იქცა - სადაც დარგის წარმომადგენლები პროფესიულ გამოცდილებას და ცოდნას იღრმავებენ. გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ფესტივალს წელს 1400-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი ესტუმრა.
წლევანდელ სპიკერებს შორის იყვნენ:
- ბრაზილიელი ფერნანდო მაჩადო (Fernando Machado) - Burger King-ის, Dove-ის თუ Call of Duty ლეგენდარული კამპანიების ავტორი; Business Insider-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური მარკეტერი, Forbes-ის სიაში ყველაზე გავლენიანი მარკეტერების სამეულის წევრი
- პორტუგალიელი უგო ვეგა (Hugo Veiga), რომელსაც უმუშავია ისეთ გლობალურ ბრენდებთან და ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: Nike, Google, Tiktok, ლედი გაგა, ელტონ ჯონი და რომელსაც წელს კანის ფესტივალზე უმაღლესი ჯილდოს, Titanium-ის ჟიურის წევრობა ანდეს
- სამარ მააკარუნი (Samar Maakaroun), ლიბანელ-ბრიტანელი დიზაინერი, რომელიც ლეგენდარული დიზაინ სტუდიის, Pentagram-ის პარტნიორია
- ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი რებექა რაუნთრი (Rebecca Rowntree), UN WOMEN-თან პარტნიორობით - სხვა მრავალთან ერთად, Libresse-ის ლეგენდარული კამპანიის #Wombstories ავტორი
- 25-წლიანი გამოცდილების მქონე ტიმ ლიქი (Tim Leake), თიბისი ბანკთან პარტნიორობით წელს პირველად, ფესტივალზე გამოჩნდა CREATORS STAGE, სადაც ქართველმა კონტენტ კრეატორებმა და ინფლუენსერებმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს.
FireWorks in Creative Resistance - ასე ჟღერს 2025-ის სლოგანი. ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია ფეიერვერკს შემოქმედებითი პროცესის სიმბოლოდ იყენებს. კრეატიულობას ბევრი “მტერი” ჰყავს - გადაწვა, უსამართლობა, მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, პოლიტიკური, სოციალური პროცესები და სხვა. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის ნაპერწკალი, რაც შემოქმედებითობას აღვივებს. სწორედ ამ იდეის გარშემო ბრუნავდა წლევანდელი ღონისძიება.
ბრენდინგის ნაწილი იყო შემოქმედებითი წინააღმდეგობის კონცეფციაც, “In Creative Resistance” Ad Black Sea-ს გუნდმა პირველად მაისში, თბილისში ჩატარებული დიზაინის ფესტივალისთვის შექმნა და ამ თემის ირგვლივ პოსტერების კონკურსიც დააანონსა, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ნამუშევრები, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში გრაფიკული დიზაინის თანამედროვე ლეგენდამ, პოლა შერმა (Paula Scher) შეაფასა. Ad Black Sea 2025-ის სტუმრებმა ეს ნამუშევრები ბათუმში იხილეს.
წლევანდელი ფესტივალის სპიკერები:
ფერნანდო მაჩადო / Fernando Machado
პარტნიორი Garnett Station Partners-ში, ბრენდ მარკეტერ აკადემიის დეკანი Cannes Lions-ზე,
ბორდის წევრი Braze-ში. ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი სახელი.
ფერნანდო მაჩადო არის ხედვის მქონე გლობალური მარკეტერი, რომელსაც ბრენდების განვითარებისა და ბიზნესის ზრდისადმი ძლიერი ვნება ამოძრავებს. დარწმუნებულია, რომ კრეატიულობა შეიძლება კონკურენტული უპირატესობის წყაროდ იქცეს. მისი ყურადღების ცენტრში მომხმარებლის სიღრმისეულად შეცნობაა, რის საფუძველზეც ქმნის ჰედლაინებს, დიზაინს, სტრატეგიულ და ინოვაციურ მარკეტინგულ მიდგომებს.
რებეკა რაუნთრი / Rebecca Rowntree
კრეატიული დირექტორი, სპიკერი და პლატფორმის Get Sh*t Done დამფუძნებელი. ხელმძღვანელობდა კრეატიულ მიმართულებას ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Nike, Uber, Kellogg’s, PlayStation და Bodyform — ქმნიდა ბრენდ პლატფორმებს და social-first ნარატივებს, რომლებიც კულტურის ნაწილად იქცა. ჯილდოს მფლობელი კამპანიის, #Wombstories ერთ-ერთი შემქმნელი, რომელმაც მთლიანად შეცვალა საუბრის ტონი ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე.
ძირითადად დაკავებულია კრეატიული ქონსალთინგით და Get Sh*t Done-ის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემოქმედებით საზოგადოებად გარდაქმნის პროცესით, რომელსაც უკვე 550+ წევრი ჰყავს (და მუდმივად იზრდება).
უგო ვეიგა / Hugo Veiga
კარიერა ტელევიზიის სცენარისტის, მსახიობისა და ანიმაციური პერსონაჟების გამხმოვანებლის როლში დაიწყო, შემდეგ კი პორტუგალიიდან ბრაზილიაში გადავიდა და Ogilvy São Paulo-ს შეუერთდა. 2014 წელს, დიეგო მაჩადოსთან ერთად, დააარსა AKQA São Paulo, რომელიც ქსელის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელ სტუდიად აქცია. მათთან ერთად მუშაობდნენ Nike, Google და TikTok, ასევე არტისტები — ლედი გაგა და ელტონ ჯონი.
2019 წელს, ჰუგო გლობალურ Chief Creative Officer-ად (CCO) დაინიშნა, საიდანაც 33 ქალაქში შემოქმედებითი გუნდის 6,000-ზე მეტ წევრს ხელმძღვანელობდა და AKQA-ს გლობალური მასშტაბები მნიშვნელოვანად გააფართოვა. მისი ნამუშევრები ექვსჯერ გახდა Cannes Lions გრან პრის (მათ შორის Titanium) მფლობელი და აღიარება მოიპოვა ისეთი ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა TIME, Grammy და UNICEF.
ლიუის ბლექუელი / Lewis Blackwell
ჟურნალის Lürzer's Archive დირექტორი და გამომცემელი — გამოცემისა, რომელიც უკვე 40 წელიწადზე მეტია, სარეკლამო კრეატივის სფეროში წამყვან მედიად ითვლება და 100-ზე მეტ ქვეყანაში იკითხება.
Cresta Awards-ის გენერალური დირექტორი — ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი ჯილდო სარეკლამო, კინოსა და დიზაინის სფეროს მოღვაწეებისთვის. მისი კარიერული გამოცდილება მოიცავს ათწლიან საქმიანობას მსოფლიოს წამყვან ფოტო/ფილმის სააგენტოში Getty Images გლობალური კრეატიული ხელმძღვანელის პოზიციაზე.
დაწერა და რედაქტირება გაუწია 20-ზე მეტი წიგნს კრეატივისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე. მოგზაურობისგან თავისუფალ დროს, ცხოვრობს ედინბურგსა და ლონდონში.
კრისტინა რეჟვიჰა / Kristina Rezhviha
სხვადასხვა მედიუმში მომუშავე აუდიოვიზუალური არტისტი - მათ შორის ინსტალაციაში, სცენოგრაფიასა და ციფრულ სივრცეში.
ოსკაროსანი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის, Flow-ს (რეჟისორი გინტს ზილბალოდისი) ერთ-ერთი ანიმატორი, კონკრეტულად, 3D ფლორის და მცენარეთა სტილიზებული ბიბლიოთეკის შემქმნელი.
სამარ მააკარუნი / Samar Maakaroun
თანაბრად არაბიც და ბრიტანელიც, სამარ მააკარუნი საუკეთესოდ სწორედ ჰიბრიდულ სივრცეში არსებობს, სადაც იდენტობები იკვეთება. ნიუანსი, კომპლექსურობა, ინტერაქცია და თამაში — სწორედ ეს სიტყვები აღწერს მის ნამუშევრებს საუკეთესოდ. მრავალფეროვნება სამარისთვის ინსაითებისა და ახალი აღმოჩენების საუკეთესო წყაროა.
Pentagram-ის ლონდონის ოფისის პარტნიორის როლში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სააგენტოს 52-წლიან მემკვიდრეობასა და სხვადასხვა სექტორში ტრანსფორმაციული დიზაინის შექმნაში.
მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა არა ერთი გამრღვევი პროექტი, მათ შორის: დუბაისა და შარჟას destination ბრენდები, Porsche-ის კამპანიები, ილუსტრირებული არაბული ფრაზების წიგნი Haraka Baraka და Wembley's კონცერტის ვიზუალური იდენტობა და კამპანია Together for Palestine.




























