მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფირინის“ ტკბილეული ძვირდება

609769ae796b4
მარიამ იზორია
10.05.21 09:00
774

უახლოეს მომავალში „ფირინის“ ტკბილეული გაძვირდება. როგორც „საქმის კურსს" საკონდიტრო „ფირინის“ გენერალურმა მენეჯერმა ირაკლი მაისურაძემ უთხრა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლარის კურსია.


„დაახლოებით, 2-3 დღეში ფირინის ტკბილეულზე ფასები 10-12%-ით გაიზრდება, ჩვენი კომპანია ბაზარზე არსებული ფასების შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობდა, თუმცა მომწოდებლები პანდემიისა და ლარის კურსის გაუფასურეის გამო იძულებულნი იყვნენ, ნედლეული გაეძვირებინათ, ჩვენც ამ მიზეზით პროდუქტზე ფასების გაზრდა გვიწევს“, - აცხადებს „ფირინის“ გენერალური მენეჯერი.

ცნობისთვის: საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიური ინფლაცია 7.2 %-მდე გაიზარდა. სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით, სასურსათო პროდუქტების კატეგორიაში ტკბილეულის ღირებულება წლიურად 12.3 %-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები