მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIS-ის ეგიდით ბაკურიანმა სნოუბორდში ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლა

BM.GE
21.02.22 08:48
674
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ევროპის თასის დასკვნითი ეტაპი პარალელურ გიგანტურ სლალომში გაიმართა. შეჯიბრში 12 ქვეყნის 54 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების გენერალური სპონსორი კი კომპანია „სილქნეტია“. 

3-6 მარტს, ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს სლოუფსთაილის სახეობაში.როგორც "ემემთიში" განმარტავენ, აღნიშნული შეჯიბრებები ჩვენი ქვეყნისთვის სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები