ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფისტას გადამუშავება და მისი შემდგომი ექსპორტი დაიწყო. კომპანია "ჯორჯია გლობალ გურმე" უკვე ოთხი თვეა თიზში ოპერირებს, სადაც იმპორტირებული ფისტას გადამუშავება, დაფასოება და ექსპორტი ხორციელდება. მთავარი გასაღების ბაზრები მეზობელი სახელმწიფოები - სომხეთი და აზერბაიჯანია, თუმცა კომპანიის გეგმაშია ევროკავშირის ბაზარზეც გასვლა. საწარმო თვეში დაახლოებით 200-300 ტონა ფისტას გადაამუშავებს. კომპანია მზადაა აფისტას ადგილობრივ მწარმოებლებთანაც ითანამშრომლოს. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, საქართველო ძირითადად ნაჭუჭგაუცლელ ფისტას ყიდულობს, ამერიკიდან და თურქეთიდან. გასულ წელს 3,2 მილიონი დოლარის ღირებულების 1700 ტონა ფისტას იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს საქართველოდან მხოლოდ 19 ათასი ტონა ფისტას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 161 ათასი დოლარი შეადგინა. რა პოტენციალი აქვს ფისტას წარმოებას საქართველოში და როგორია მოთხოვნა ფისტას პროდუქტებზე საექსპორტო ბაზრებზე?
სტუმარი: ბაია სალუქვაძე - შპს ჯორჯიან გლობალ გურმეს წარმომადგენელი;