მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფისტის გაშენების მსურველთა რიცხვი და ფართობები წლიდან წლამდე იზრდება - ასოციაცია

ფსტა

საქართველოს ფისტას ასოციაციის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე ამბობს, რომ საქართველოში ფისტის მიმართ მოთხოვნის ზრდის მიზეზი ის არის, რომ ფისტა წლიდან წლამდე ძალიან პოპულარული ხდება. საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ საქართველოში ფისტას იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის 9 თვეში, წინა წელთან შედარებით იმპორტი გაორმაგებულია. კერძოდ, იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველომ 18,9 მილიონი დოლარის ღირებულების 3 557 ტონა ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელი ფისტა იყიდა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1 709 ტონას, ხოლო ღირებულებით 3,2 მლნ დოლარს შეადგენდა. მთავარი მომწოდებელი ქვეყნები აშშ, თურქეთი და ირანი არიან.

ანგურიძის თქმით, როცა რამდენიმე წლის წინ, ასოციაციამ საქართველოში საქმიანობა დაიწყო, მოსახლეობა ამ კულტურასთან მიმართებით ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი, რადგან არ ჰქონდათ ხე, რომელიც მოისხამდა ნაყოფს და ნახავდნენ ხელშესახებ პროდუქტს.

„დღეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და რამდენიმე ბაღია, სადაც ორი წელია მოსავალს იღებენ. ამან გამოიწვია ძალიან დიდი პოპულარიზაცია. წლევანდელი წელი უნიკალურია, რადგან ფისტის იმპორტმა გადააჭარბა 19 მილიონ დოლარს, ხოლო ექსპორტი მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 18 მილიონი დოლარის ფისტა დარჩა ჩვენს ქვეყანაში, ეს კი მიუთითებს, რომ ამ კულტურის მიმართ მოხმარება და ინტერესი გაიზარდა. ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივი წარმოება წამოგვეწია და ბაზარს მიეწოდება ქართული ფისტაც, თუმცა ეს მინიმალური მოცულობაა“, - განაცხადა ანგურიძემ.

ის დასძენს, რომ საქართველოში ფისტის გაშენების მსურველთა რიცხვი და ფართობები წლიდან წლამდე იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები