ოფიციალურად დაფუძნდა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს წამყვან კრიპტო კომპანიებს საერთო მისიით - ხელი შეეწყოს ქვეყნის ციფრული ეკონომიკის განვითარებას. ასოციაციის დაარსება გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს საქართველოს კრიპტო გარემოსთვის. ეს არის სიგნალი, რომ ინდუსტრიის ლიდერები მზად არიან იმუშაონ რეგულატორებთან პარტნიორობით და არა წინააღმდეგობაში, რათა ჩამოყალიბდეს გამჭვირვალე და მდგრადი მომავალი ბლოკჩეინისა და ციფრული ფინანსებისთვის. ასოციაცია დამფუძნებელთა მკაფიო ხედვა და მისიაა: ხელი შეუწყოს საქართველოს კრიპტო და ბლოკჩეინ ეკოსისტემის განვითარებას თანამშრომლობის, განათლებისა და ინოვაციების გზით.
ასოციაცია უკვე აერთიანებს საქართველოს ტოპ კომპანიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს კრიპტო ინდუსტრიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ასოციაციის დამფუძნებლები არიან: CRYPTAL , CRYPTOMAT, Coinmania, CityPay, Bitnet, Whitebit, Coinswap,Coinet - და მე მაქვს დიდი იმედი რომ ეს ასოციაცია შექმნის ერთგვარ ხიდს ინდუსტრიასა და რეგულატორებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია, ინტერესები და გადაწყვეტილებების თანხვედრა.


































