მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Fitch-ის რეიტინგებში პოზიციის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის"

5c73b046764b0
თელარა გელანტია
25.02.19 13:25
839
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშილი საერთაშორისო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას აფასებს.

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ინვესტორებისთვის, რათა მათ დაინახონ რომ სტრატეგიულ საკითხებზე მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. სხვა მიმართულებებთან ერთად, Fitch - მა შეაფასა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტრურული პროექტები. სასიხარულოა, რომ სწორად არის დანახული ის სამუშაოები, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია.

Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საქართველოში მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს, ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება.

"2018 წელს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) წილმა 7.4% შეადგინა, რაც 2017 წელს არსებულ 9.5%-ზე ნაკლები იყო. ამის მიზეზთა შორისაა ის გარემოება, რომ ამ წელს დასრულდა წარსულში დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019-2020 წლებში საშუალოდ 8%-მდე გაიზრდება, რასაც დამატებით შეუწყობენ ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები, სატრანსპორტო სექტორში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა“, - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები