მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-ის წარმომადგენელი ლარის გაუფასურებას რუსულ ავიასანქციებს უკავშირებს

5d985b7cc260c
სალომე მეცხვარიშვილი
05.10.19 17:55
1337
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის წარმომადგენელი მარინა სტეფანი ლარის გაუფასურებას რუსულ ავიასანქციებს უკავშირებს. როგორც ის განმარტავს, შესაძლოა, ლარი ზედმეტადაც იყოს გაუფასურებული, მომავალ წელს კი თუ საგარეო სიტუაცია დასტაბილურდება, ის ლარის გამყარებას ელოდება.

"ლარის გაუფასურება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს რუსულ ავიასანქციებთან. ლარს ჰქონდა მკვეთრი რეაქცია ამ მოვლენაზე, რადგან მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ეს შესაძლებელია.

შესაძლოა ვალუტა უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს. ველოდებით, რომ შემდეგ წელს ლარი გამყარდება, თუ საგარეო სიტუაცია დასტაბილურდება",-აცხადებს მარინა სტეფანი, რომელიც სარეიტინგო სააგენტოში ქვეყნების სუვერენული რეიტინგების განხრით მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები