მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა გლობალური მშპ-ის პროგნოზი 4.4%-მდე შეამცირა

5f58b601ed7cb
ნათია თაქთაქიშვილი
09.09.20 23:20
982
გავლენიანმა საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა გლობალური მშპ-ის პროგნოზი 4.4%-მდე შეამცირა. ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში შემცირება 4.6%-ზე იყო ნავარაუდევი. Fitch-ი ამ ცვლილებას მსოფლიო ეკონომიკის უმნიშვნელო გაუმჯობესებით ხსნის, კორონავირუსით გამოწვეული მარტი-აპრილში დაფიქსირებული რეცესიის შემდეგ.

„ჩინეთის მშპ-ი დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას, ასევე საცალო გაყიდვები გაუმჯობესებულია აშშ-ში, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთში, შესაბამისად ამ ქვეყნების ეკონომიკა დაუბრუნდა თებერვლის მდგომარეობას და ზოგ შემთხვევაში აღნიშნულ თვესთან შედარებით გაუმჯობესებულიც არის“, - აცხადებს Fitch-ის მთავარი ეკონომისტი ბრაიან კოლტონი.

Fitch-ი განახლებული შეფასებით, აშშ-ში 4.6%-იანი ვარდნა იქნება ნაცვლად ივნისში ნავარაუდევი 5.6%-სა. რაც შეეხება ევროზონას, Fitch-ი 9.0%-იან ვარდნას მოელის, დიდი ბრიტანეთში კი - 11.5%-იანს, ხოლო განვითარებადი ბაზრების მქონე ქვეყნებში (გარდა ჩინეთისა ) ეკონომიკური ვარდა 5.7% იქნება.

აღსანიშნავია, რომ Fitch-ის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 2.7%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზებს 2021 და 2022 წლისთვის, ევროზონის ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება 2021 წელს, ხოლო 2022-ში 3.2%-ით. აშშ-ის ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება 2021-ში, ხოლო 2022-ში - 3%-ით. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკა 2021 წელს 7.7%-ით გაიზრდება, ხოლო 2022-ში 5.5%-ით.

რაც შეეხება განვითარებადი ბაზრების მქონე ქვეყნების ეკონომიკას, ის 2021 წელს 6.6%-ით გაიზრდება, ხოლო 2022-ში - 4.7%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები