მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საპარტნიორო ფონდის რეიტინგი გააუმჯობესა

5acd97e2cf206
ნინო კვინტრაძე
11.04.18 09:23
914
სარეიტინგო სააგენტომ Fitch საპარტნიორო ფონდის სარეიტინგო პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა. ფონდი გრძელვადიანი ადგილობრივი და უცხოური ვალუტის რეიტინგი “BB-“-ია, მოკლევადიანი ადგილობრივი ვალუტის კი B.

ფონდის რეიტინგი გათანაბრებულია სახელმწიფოს რეიტინგთან.

საპარტნიორო ფონდის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა.

საპარტნიორო ფონდი ფლობს “საქართველოს რკინიგზის”, “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის,” “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, “ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” აქციებს.

შეგახსენებთ, რომ სააგენტომ საქართველოს რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა. სარეიტინგო სააგენტომ ქვეყნის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი BB- დონეზე განსაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები