მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6%-მდე გაზარდა

მშპ

Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო გასული წლის დეკემბერში პროგნოზირებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 5.3%, ხოლო 2026 წელს 5% იქნებოდა, თუმცა 30 მაისის უახლესი შეფასებით პროგნოზები მცირედით გაზრდილია.

ახლა Fitch ელის, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.

ამასთან, Fitch-ის პროგნოზით, 2025-26 წლებში ინფლაცია საშუალოდ 3.2% იქნება.

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, პერსპექტივა კი "ნეგატიურზე" დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები