მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

მშპ

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა.

სუვერენული რეიტინგის უახლესი შეფასების თანახმად, Fitch წელს 7.5%-იან ზრდას ელის, რომ 1 პროცენტული პუნქტით აღემატება მაისში არსებულ 6.5%-იან პროგნოზს. საგულისხმოა, რომ მაისში სააგენტომ საქართველოს პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გააუმჯობესა.

"ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს მშპ-ის ზრდა 7.5%-ს მიაღწევს, 2026 წლის პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით. 2027–2028 წლებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის თანდათანობითი შენელება და საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის პოტენციურ, 5%-იან დონესთან დაახლოება",- წერია შეფასებაში.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ენერგეტიკული ფასებისა, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც ინვესტიციებითა და ექსპორტის მაღალი ზრდით არის განპირობებული. ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლების პერიოდში 8%-ს აღემატებოდა.

30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები