მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Fitch-მა საქართველოს რეიტინგი შეუნარჩუნა და "BB-"-ზე, პროგნოზით "სტაბილური" დაუდასტურა

58d8b4ece1c41
BM.GE
27.03.17 10:43
1935
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს რეიტინგი შეუნარჩუნა და "BB-"-ზე სტაბილურ პროგნოზზე დაუდასტურა.

Fitch-მა საქართველოს გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის, ემიტენტის დეფოლტის სუვერენული „IDR“ „BB-„ დონეზე (სტაბილური პერსპექტივა) დაუდასტურა. სარეიტინგო კომპანიამ მთავარი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის ბონდების რეიტინგი ასევე დაადასტურა BB- დონეზე. მოკლევადიანი რეიტინგი დადასტურდა „B” დონეზე.

როგორც სარეიტინგო კომპანია განმარტავს, ქვეყნის რეიტინგი განსაზღვრა სუსტმა საგარეო ფინანსურმა ინდიკატორებმა, მათ შორის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, მაღალმა საგარეო ვალმა და დაბალმა გარე ლიკვიდურობამ. ამასთან ეკონომიკურმა მდგრადობამ და ხელსაყრელმა სახელისუფლებო ინდიკატორებმა.

როგორც სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაბალია, მაგრამ განვითარების ინდექსი "BB" მედიანაზეა დაფიქსირებული.

ამასთან, ხელისუფლებისა და ბიზნეს გარემოს ინდიკატორები დადებითია და დაფიქსირებულია "BB მედიანაზე", რაც გამყარებულია ბიზნესისადმი მეგობრული პოლიტიკით.

Fitch-ის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" კოალიციამ გაანახლა ეს პოლიტიკა 2016 წლის არჩევნების შემდეგ. სარეიტინგო კომპანიის აზრით, არჩევნების შედეგები და ახლახანს განახლებული IMF-ის პროგორამის შედეგი სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელება იქნება.

Fitch აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ფინანსური შოკები დაბალანსებულია საბანკო სექტორში არსებული სტაბილურობის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები