მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Fitch მიმდინარე წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას პროგნოზირებს

588b060b5dab9
BM.GE
27.01.17 12:33
1900
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2,9%-მდე გაიზრდება, - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

’’გასული წლის 2,5%-იანი ზრდისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს ჩვენ 2,9%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ’’- აცხადებენ სააგენტოში.

გარდა ამისა, სააგენტოს ექსპერტების თქმით, 2017 წელს ევროზონაში ეკონომიკის ზრდა 1,4%-მდე, ჩინეთში კი - 6,4%-მდე შემცირდება.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ეკონომიკის ზრდის დაჩქარების მთავარ ფაქტორებად ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვესტიციების აღდგენას, განვითარებულ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ბრაზილიასა და რუსეთში რეცესიის დასრულებას ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები