მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch Ratings-მა კრედო ბანკის რეიტინგი ‘B+’ სტაბილური პერსპექტივით განაახლა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კრედო ბანკის გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) ‘B+’ სტაბილური პერსპექტივით განაახლა. რეიტინგი ასახავს ბანკის ძლიერ შედეგებს ბოლო წლების განმავლობაში, რაც განპირობებულია მდგრადი ზრდით, მომგებიანობითა და კაპიტალის დონით.

კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 97 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ განვითარებისა და სოციალური გავლენის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, ფრანგული Proparco და იაპონური Gojo & Company, Inc.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები