მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Fitch-ს რკინიგზის რეიტინგების გადახედვის თხოვნით მომავალი წლის დასაწყისში მივმართავთ"

57f63a067ad16
ელენე გოგბერაშვილი
06.10.16 15:48
1455
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "Fitch"-ის მიერ გამოქვეყნებულ რკინიგზის რეიტინგთან დაკავშირებით კომენტარს "ბიზნესკონტრაქტთან" აკეთებს. Fitch-ის გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კომპანია დააკვირდება რკინიგზას და თუ საჭიროდ ჩათვლის, შეცვლის რეიტინგს.

რეიტინგი შემცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამართლდება ფითჩის რამდენიმე ძირითადი ვარაუდი. მათ შორის, 2016 წლისთვის ტვირთბრუნვა დაიკლებს 12%-ით, მკვეთრად დაეცემა გადაზიდვის ტარიფები და გაიზრდება ინფლაციასმიბმული ხარჯები. როგორც "რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე აცხადებს, შემცირებული ტვირთბრუნვის ფონზე Fitch’-ის საკრედიტო რეიტინგში 'საქართველოს რკინიგზის" პოზიციონირება წლის დასაწყისში შემცირებული ტვირთბრუნვის ფონზე მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ბახტაძი თქმით, წლის მეორე ნახევარი არის გაცილებით უკეთესი, ამიტომ საქართველოს რკინიგზა გეგმავს, რომ მომავალი წლის დასაწყისში სარეიტინგო კომპანიას მიმართოს მათი მოლოდინების გადახედვის თხოვნით.

"აგვისტოს თვეში ჩვენს პორტებში დაახლოებით 20%-ით გაიზარდა კონტეინერების შემოსვლა. აგვისტო და სექტემბერი არის უკეთესი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ პროგნოზი, რომ წლის მეორე ნახევარი იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე პირველი ნახევარი. შესაბამისად ჩვენ ვგეგმავთ მომავალი წლის დასაწყისში ხელახლა მივმართოთ სარეიტინგო კომპანიებს რომ მათ გადახედონ მათ პოზიციებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით გვექნება საკმაოდ სოლიდური არგუმენტები და სარეიტინგო კომპანიები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ", - აცხადებს "ბიზნესკონტრაქტთან" მამუკა ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები