Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა. გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას, პერსპექტივაც პოზიტიურია, თუმცა, საინტერესო ისიც, რომ საქართველოს რეიტინგი უკვე 7 წელზე მეტია BB კატეგორიაში უცვლელად უნარჩუნდება და საინვესტიციო ჯგუფში გადანაცვლება არ ხდება. რა ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზები დგას სარეიტინგო შეფასების უკან, რა ქმნის რისკებს და რა ფაქტორებს ასახელებს თავად ფიჩი საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესების წინაპირობად.






























