მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფიტნესკლუბი „რეფორმა“ – თანამედროვე სპორტული სივრცე თბილისის სხვადასხვა უბანში

ფიტნესკლუბი „რეფორმა“ – თანამედროვე სპორტული სივრცე თბილისის სხვადასხვა უბანში
19.02.26 16:23
398

ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი საქართველოშიც ყოველწლიურად სულ უფრო მატულობს. შესაბამისად, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვიც, ვინც სახლთან ან სამსახურთან ახლოს ეძებს დარბაზს, სადაც ძალისმიერ ვარჯიშს ან მრავალფეროვან სავარჯიშო აქტივობებში ჩართვას შეძლებს. სწორედ ამ ტენდენციის პასუხად ფიტნესკლუბი „რეფორმა“ ცდილობს ამგვარი სივრცეები ხელმისაწვდომი გახადოს თბილისის სხვადასხვა უბანში და მომხმარებლებს საშუალება მისცეს ივარჯიშონ მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე. კომპანიის მეორე მთავარი ამოცანაა შექმნას მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო და მეგობრული გარემო, რათა ხელი შეუწყოს მოვარჯიშეების მოტივირებას.

„რეფორმის“ დარბაზები დღეს დედაქალაქის მთავარ და მჭიდროდ დასახლებულ უბნებში უკვე ხელმისაწვდომია. პირველი ფილიალი 2018 წელს გლდანში გაიხსნა. წარმატებული სტარტის შემდეგ, 2022-2023 წლებში ქსელს ნუცუბიძის პლატოზე და ორთაჭალაში კიდევ ორი ობიექტი შეემატა. 2025 წელს კი მისი უახლესი, კიკვიძის ფილიალიც გაიხსნა.

სპორტულ კლუბ „რეფორმაში“ წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო ბრენდების უახლესი ტრენაჟორები და სავარჯიშო მოწყობილობების ფართო არჩევანი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეასრულონ როგორც ძალისმიერი, ისე კარდიო და ფუნქციური ვარჯიშები. გარდა ამისა, დარბაზში მუშაობენ პროფესიონალი ინსტრუქტორები, რომლებიც კლუბის წევრებს ეხმარებიან სწორად დაგეგმონ სავარჯიშო პროცესი, დაისახონ რეალისტური მიზნები და უსაფრთხოდ მიაღწიონ სასურველ შედეგს – იქნება ეს წონის კლება, კუნთოვანი მასის ზრდა თუ საერთო ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება.

ფიტნესკლუბი „რეფორმა“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯგუფურ ვარჯიშებს. შესაბამისად, კლუბი მის წევრებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეუზღუდავად დაესწრონ ისეთ კლასებს, როგორებიცაა იოგა, პილატესი, აერობიკა, სტეპ-აერობიკა, ზუმბა, კრივი, პრესის ვარჯიშები და საბავშვო კლასები. თითოეული ჯგუფურ ვარჯიშს უძღვებიან გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც სავარჯიშო პროგრამის შემუშავებისას ითვალისწინებენ თითოეული მოვარჯიშის ასაკს, ფიზიკური მომზადების დონესა და გამოცდილებას. ისევე როგორც ძალისმიერი ვარჯიშებისთვის განკუთვნილი დარბაზები, ჯგუფური კლასებისთვის გამოყოფილ სივრცეებიც აღჭურვილია ამა თუ იმ აქტივობისთვის საჭირო ინვენტარითა და სავარჯიშო აქსესუარებით.

იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, აუცილებელია, ვარჯიში ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ და არა დროებით, მხოლოდ თავშესაქცევ აქტივობად.

ვცდილობთ, ამ პროცესს ჩვენც შევუწყოთ ხელი არა მხოლოდ ფილიალების რაოდენობის ზრდით, არამედ ხელმისაწვდომი ფასებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მრავალფეროვანი სავარჯიშო პროგრამებით. სწორედ ამ ხედვით ვაგრძელებთ განვითარებას და ჩვენს ამჟამინდელ და მომავალ წევრებს მრავალ სიახლეს ვპირდებით“, – ამბობენ „რეფორმაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები