მთავრობა ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიას აცხადებს - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკურ პირებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლამდე დაგროვილი აღიარებული საგადასახადო ვალები და ამ ვალებზე დარიცხული საურავი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტია 145 ათასი მოქალაქის 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას შეეხება. შესაბამისად, ერთ მოქალაქეს საშუალოდ 4,068 ლარი ჩამოეწერება.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ამნისტიის მიზანია 145 ათას მოქალაქეს დაუბრუნდეს აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნების შესაძლებლობა, რადგანაც საგადასახადო დავალიანების გამო, მათ ამჟამად ეკონომიკური ოპერაციების განხორციელება შეზღუდული აქვთ. კითხვაზე არის თუ არა ამნისტია იმ მოქალაქეების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლებიც გადასახადებს პირნათლად იხდიან, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს ასე არაა, რადგანაც დავალიანების ჩამოწერა ხანდაზმულობის ვადის გარეთ მყოფ ვალდებულებებს შეეხება.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
სტუმარი: ირაკლი ჟვანია - Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი;