“FLEX” პროგრამის ფარგლებში, 2024-2025 აკადემიური წლისათვის ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს. გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფარული იქნება. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიით და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. FLEX პროგრამა სათავეს 1992 წელს იღებს და საქართველოში 1600 - ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.
სტუმრები: რიმა ბერიძე - FLEX პროგრამის რეკრუტერი;
ლიზა სადათერაშვილი - FLEX პროგრამის 2022-2023 წლის კურსდამთავრებული.