"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "თეგეტა ლიზინგი" კორპორაციულ მომხმარებელს ახალ სალიზინგო პროდუქტს, FlexLease-ს სთავაზობს.
FlexLease-ის შესახებ „თეგეტა ლიზინგის“ დირექტორმა დავით ჭეიშვილმა "საქმიანი დილას" რუბრიკაში "თეგეტა ბიზნესისთვის" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბიზნესს ეხმარება განახორციელოს მინიმალური ინვესტიცია, შეამციროს ყოველთვიური ხარჯი და ისარგებლოს ტექნიკის განახლების მოქნილი მოდელით.
"FlexLease არის აქტივის ნარჩენ ღირებულებაზე დაყრდნობით გამოყვანილი პროდუქტი. როდესაც თქვენ იძენთ აქტივს, არ იხდით მის სრულ ღირებულებას და გამოდიხართ მხოლოდ იქიდან, რაც არის სხვაობა მის სტანდარტულ გასაყიდ ღირებულებასა და ნარჩენ ღირებულებას შორის. მაგალითად, აქტივი ღირს 100 000 ლარი, ხოლო ჩვენ თავიდანვე ვთანხმდებით, რომ მისი ნარჩენი ღირებულება სამი წლის შემდეგ, ორი წლის შემდეგ ან X პერიოდის შემდეგ იქნება X პროცენტი, მაგალითად ამ შემთხვევაში ავიღოთ, რომ სამი წლის შემდეგ იქნება ვთქვათ 40 000 ლარი. შესაბამისად, ამ სამი წლის განმავლობაში თქვენ იხდით 60 000 ლარის ძირითად თანხას, ხოლო პერიოდი, როცა დასრულდება, შემდეგ უკვე თქვენი მისაღებია გადაწყვეტილება, ის გინდათ გამოისყიდეთ, გინდათ დავაბრუნოთ, გინდათ პირიქით, განვაახლოთ ლიზინგი და ამით მიღწეული არის ის მთავარი ეფექტი, რაც აინტერესებს ბიზნესს - მნიშვნელოვნად მცირდება ყოველთვიური გადასახდელი, ქეშ ფლოუ, ასე რომ ვთქვათ და ბიზნესის ფულადი ნაკადი არის მეტად ოპტიმიზებული",- ამბობს დავით ჭეიშვილი.




























