მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფლორენტინო პერესი მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის თანამდებობაზე 2029 წლამდე დარჩება

პერესი რეალის პრეზიდენტად

მადრიდში “რეალის” დირექტორთა საბჭო შეიკრიბა, სადაც მომავალი პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. წინა სამი არჩევნების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ერთადერთი კანდიდატი ფლორენტინო პერესი იყო, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე 2029 წლამდე დარჩება.

ესპანელი ბიზნესმენი, “რეალის” პრეზიდენტად პირველად 2000 წელს აირჩიეს, 2004 წელს მეორეჯერ აირჩიეს, თუმცა 2006-ში თანამდებობიდან გადადგა. ფლორენტინო მეორედ 2009 წელს აირჩიეს და დაკავებულ თანამდებობას დღემდე ინარჩუნებს.

მისი პრეზიდენტობით “სამეფო კლუბმა” 7 ლა ლიგა და 7 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო როგორც ორგანიზაციამ დამატებით საკალათბურთო მიმართულებით 28 ტიტული.

ცნობისთვის, “რეალის” დირექტორთა საბჭო სულ 18 წევრისგან შედგება, მათ შორის ფლორენტინო პერესის გარდა, 4 ვიცე-პრეზიდენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები