მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Flydubai ბათუმის მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს

5a8ae38bd5449
BM.GE
19.02.18 20:00
1161
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flydubai“ ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს. კერძოდ, 16 ივნისიდან 30 სექტემბრამდე, საავიაციო მიმოსვლა დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად 7 სიხშირით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი განრიგით ოპერირების ნებართვა 14 თებერვალს მიენიჭა.

ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

„Flydubai“ დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე 2011 წლიდან ოპერირებს. 2017 წლიდან, ავიაკომპანიამ საავიაციო მიმოსვლა ბათუმის მიმართულებით დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლის 14 ივნისიდან, „Flydubai“ ფრენებს დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები