მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FlyDubai-მ თელ-ავივის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერა

FlyDubai

ავიაკომპანია FlyDubai-მ თელ-ავივის მიმართულებით და საპირისპირო რეისებზე ფრენები დროებით შეაჩერა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება კომპანიამ ბორტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მიიღო.

ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის განცხადებით, ფრენების შეჩერება ოფიციალურ უწყებებს მომხდარის გარემოებების სრულყოფილ გამოძიებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ რეისზე გუშინ ერთ-ერთმა პილოტმა კაპიტანს ცივი იარაღით მძიმე ჭრილობები მიაყენა და, ისრაელის უსაფრთხოების უწყებების ცნობით, ხომალდის ჩამოგდება სცადა. საბოლოოდ, რეისი FZ 1073 საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა, რადგან ხომალდზე მგზავრის სტატუსით მყოფმა მფრინავებმა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის აღკვეთა შეძლეს და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვეს.

მოგვიანებით კომპანიამ ტაბუკში სათადარიგო თვითმფრინავი გაგზავნა და ყველა მგზავრი თელ-ავივში გადაიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები