მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FlyHelp-მა ავიაკომპანიებს 1500 საქმე მოუგო და 1 მლნ ლარის კომპენსაცია მიიღო

5bca417ec0bc3
ნინი თურქია
20.10.18 10:24
1823
კომპანია FlyHelp-მა ერთ წელიწადში 1500 საქმე მოიგო და კომპენსაციის სახით მიღებულმა თანხამ ჯამურად 1 000 000 ლარს მიაღწია.

ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის ხელმძღვანელმა მიშა ჭანტურიამ განუცხადა.

მისი თქმით, „ეს არის თანხა, რომელიც საქართველოში უცხოური ავიაკომპანიებიდან ისე შემოვიდა, რომ ერთი თეთრიც არ გასულა ჩვენი ქვეყნიდან“.

„თითოეული მოგებული საქმიდან, კომპანიამ დაიტოვა თანხის 30%, დანარჩენი კი, კომპენსაციების სახით გაიცა მგზავრებზე“, - აღნიშნა ჭანტურიამ.

ამასთან, FlyHelp-ის ხელმძღვანელის განცხადებით, არ არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც შეიძლება დადგინდეს, თუ რომელ კომპანიაზე შემოდის ყველაზე მეტი საჩივარი.

„მომართვიანობის რაოდენობის დახარისხება არ ხდება, რადგან ყველა ავიაკომპანიას, რომელიც ხშირ ფრენებს ასრულებს, გარკვეული სახის პრობლემები ექმნება. სტატისტიკის არსებობა კი, მგზავრების მხრიდან მომართვიანობის რაოდენობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

მიშა ჭანტურიას თქმითვე, FlyHelp.ge-ის შექმნის მთავარ იდეას საქართველოს მოსახლეობისთვის მათივე უფლებების გაცნობა და ამ უფლებების დაცვა წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები