დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს. შედეგად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ერევანი - ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება. ფრენები განხორციელდება ყოველდღე, კვირის გარდა.
ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 ივლისს გასცა. FLYONE Armenia-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს დაიწყო. ბათუმის გარდა, ავიაკომპანია რეისებს თბილისიდანაც ასრულებს.




























