საქართველოში მომხმარებელი განკარგვადი შემოსავლის დაახლოებით მესამედს სურსათსა და არაალკოჰოლურ სასმელზე ხარჯავს. ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება - 2017 წლის 30.09%-დან 2023 წელს 33.39%-მდე გაიზარდა.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს სექტორის ბრუნვამ შეადგინა 20.4 მილიარდი ლარი, ხოლო 2019-2023 წლებში ბრუნვის საშუალო ზრდის ტემპმა CAGR 17.8% შეადგინა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალის დათვლებით, ორგანიზებული ბაზრის წილი მზარდია საქართველოშიც და მაჩვენებელმა 2016 წლის 17%-დან 2023 წელს 36%-ს მიაღწია. მისივე პროგნოზებით 2025 წლისთვის ორგანიზებული ბაზრის წილი 45%-მდე გაიზრდება.
თიბისი კაპიტალის FMCG სექტორის კვლევის თანახმად, ნიკორა გაყიდვების მოცულობით ბაზრის ლიდერია. რეიტინგში მას მოსდევს ორი ნაბიჯი, კარფური და სპარი.
FMCG ბაზარი რამდენიმე მსხვილი მოთამაშით არის წარმოდგენილი და გარემო საკმაოდ მაღალი კონკურენციით ხასიათდება. თუმცა გასულს წლებში ბაზრის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. მიმდინარე წელს კი მოხდა ბაზრის რამდენიმე მსხვილი მონაწილის გაერთიანება. კერძოდ “დეილი”, “მაგნიტი”, “სპარი”, “გვირილა” და “იოლი” ერთ ჯგუფში მოექცნენ. არის იმის მოლოდინი და BMG ფლობს ინფორმაციას,რომ ბაზარზე გამსხვილება გაგრძელდება.
კონკურენციის სააგენტოს თანახმად, 2023 წელს FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000 -მდე კომპანია;ბაზრის მესამედი თბილისს უკავია და მოცემული სექტორი მძაფრი კონკურენციით ხასიათდება. თუმცა, ორგანიზებული ბაზრის წილი ჯერ კიდევ დაბალია ქვეყნის სხვა რეგიონებში. აღნიშნული ბაზრის ზრდის მაღალ პოტენციალზე მიუთითებს.
სტუმრები: მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორი;
თემურ ალექსანდრია - "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი.