მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FMO და Gazelle Finance-ი ერთობლივ ინვესტიციებს “Mercury”-ში განახორციელებენ

638a4b679a76b
BM.GE
02.12.22 22:55
691
FMO-მ და Gazelle Finance-მა განაცხადეს ერთობლივი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შპს “Mercury”-ში (შპს „მერკური“) - უკრაინასა და საქართველოში ელექტრომობილობის სფეროში (e-Mobility) მოქმედ წამყვან კომპანიაში, რომელიც, თავის მხრივ, ორ ბრენდს - Scroll-სა (“სქროლი“) და Qari Electric-ს („ქარი ელექტრიკი“) აერთიანებს.

დაფინანსების მიზანია ხელი შეუწყოს ომის პერიოდში კომპანიის მიერ უკრაინაში საქმიანობის გაგრძელებას, კიევში პერსონალის შენარჩუნებას, თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის თბილისში დროებით განთავსებას და საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას.

აღნიშნული პროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს უკრაინის დახმარების ფონდი, რომელსაც მხარს უჭერს ორი ჰოლანდიური ინვესტორი: FMO (ჰოლანდიის განვითარების ბანკი) და ჰოლანდიური ზრდის ფონდი (Dutch Good Growth Fund), ასევე შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC).

„Gazelle Finance-თან ერთად ტექნიკური დახმარების ამ ინსტრუმენტში FMO-ს მონაწილეობა წარმოადგენს Scroll-ისა და Qari Electric-ის მსგავსი კომპანიების პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას, რომელთა ბიზნესი ომის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა“, - განაცხადა FMO-ს პორტფელის მენეჯერმა, ჯერონ ჰარტველდმა.

„აღნიშნული ინტერვენცია შპს “Mercury”-ს აძლევს საჭირო რესურსებს, რათა არა მხოლოდ შეინარჩუნოს უკრაინული პერსონალი, არამედ დამატებით დაასაქმოს უკრაინელი IT პროფესიონალები ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში“.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 50 000-ზე მეტი უკრაინელი დასახლდა, რომელთა დიდი ნაწილი მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს წარმოადგენს და უკრაინულ კომპანიებში დისტანციურად საქმიანობს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ სექტორში. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში“, საქართველოს მე-7 ადგილი უჭირავს და უაღრესად ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი აქვს. ინფორმაციული ტექნოლოგიების კლასტერთან ერთად, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მათ შორის, თბილისში ჩამოყალიბდა, აღნიშნული გარემოება ქვეყანას ბუნებრივ ბაზრად აქცევს შპს „Mercury“-ს (Scroll და Qari Electric) მსგავსი კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტრომობილობის (eMobility) სფეროში ბაზრის ლიდერები არიან.

„ომისა და ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის დროსაც კი, „Scroll“ აგრძელებს ეკოლოგიურად სუფთა მასობრივი ტრანსპორტირების სერვისის შეთავაზებას უკრაინის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ჯეფრი ლიბერტმა, Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ელექტრომობილობის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიცია ვერ შედგებოდა ჩვენი ინვესტორების - FMO-ს, DGGF-სა და DFC-ს გულუხვი მხარდაჭერის გარეშე.“

„Gazelle Finance-ის მხარდაჭერით, ჩვენს კომპანიას საშუალება მიეცა გააგრძელოს უკრაინაში საქმიანობა და ადგილობრივ მოსახლეობას სატრანსპორტო მომსახურება შესთავაზოს, რომელიც ამრიგად საჭიროა ენერგიის მწვავე დეფიციტის დროს,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა, Scroll-ისა და Qari Electric-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ჩვენ მტკიცედ გვწამს უკრაინული ბაზრის გრძელვადიანი პერსპექტივის.

სწორედ ამიტომ, ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება უკრაინელი IT პროფესიონალების დახმარებით საკუთარი შიდა ტექნოლოგიის განვითარებას, საშუალებას მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში, ბაზრის დასტაბილურების შემდეგ გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა.“

Gazelle Finance-ის შესახებ
Gazelle Finance ფინანსური კომპანიაა, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ევრაზიის რეგიონში, აქცენტით საქართველოსა და სომხეთზე. მისი მისიაა შექმნას უკეთესი ფინანსური მომავალი ქმედუნარიანი მეწარმეებისთვის და იმ თემებისთვის, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. კომპანია მიზნად ისახავს გამოავლინოს ხარვეზები და ბარიერები კაპიტალის ბაზრებზე და შესთავაზოს დაფინანსება საგულდაგულოდ შერჩეულ, პასუხისმგებლიან მეწარმეებს. ბიზნესის ზრდაზე ყურადღების გამახვილებით, Gazelle Finance ეხმარება ადგილობრივ ბაზრებს და ეკონომიკას გაფართოებაში.

FMO-ს შესახებ
FMO ჰოლანდიური სამეწარმეო განვითარების ბანკია, რომელიც ბიზნეს კომპანიებში, პროექტებსა და ფინანსურ დაწესებულებებში ინვესტირების გზით, ხელს უწყობს განვითარებად ბაზრებზე კერძო სექტორის მდგრად ზრდას. დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში კერძო სექტორის დამატებითი დაფინანსებით, FMO ხელს უწყობს განვითარებას. ის საშუალებას აძლევს მეწარმეებს მიაღწიონ ინკლუზიურ და მდგრად კეთილდღეობას.

DGGF-ის შესახებ
DGGF პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისა და დაზღვევის უზრუნველყოფის გზით, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს 68 ქვეყანაში სავაჭრო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. DGGF თვლის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰოლანდიელმა და ადგილობრივმა მეწარმეებმა განვითარებად ბაზრებსა და ქვეყნებში საკუთარი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით წარმართონ. ვაჭრობის სფეროსთვის განკუთვნილი დახმარებით, DGGF უზრუნველყოფს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მეწარმეებისთვის როგორც ნიდერლანდებში, ასევე განვითარებად ბაზრებსა და ქვეყნებში.

DFC-ის შესახებ
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) თანამშრომლობს კერძო სექტორთან, რათა დააფინანსოს გადაწყვეტილებები იმ კრიტიკული გამოწვევების საპასუხოდ, რომელთა წინაშეც დღეს განვითარებადი სამყარო დგას. DFC ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში. DFC ასევე ახორციელებს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალთა დაფინანსებას განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შესაქმნელად. DFC ინვესტიციები პასუხობს მაღალ სტანდარტებს და იცავს გარემოს, ადამიანისა და დასაქმებულთა უფლებებს.

შპს „Mercury“-ს შესახებ
შპს „Mercury“ ელექტრომობილობის (e-Mobility) სფეროში მოქმედი კომპანიაა, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისის მიმწოდებელ 2 წამყვან ბრენდს აერთიანებს: “Scroll” და “Qari Electric”.

Scroll-ის შესახებ
სქროლი ქართულ-უკრაინული ტექნიკური კომპანიაა, რომელიც საერთო ღირებულებების მქონე ადამიანებს აკავშირებს და მიზნად ინოვაციური მეთოდებით გარემოს გაუმჯობესებას ისახავს. ინდუსტრიის ლიდერ Bird-თან პარტნიორობით, 2020 წლის აპრილიდან, Scroll-მა პირველმა შემოიტანა ეკოლოგიურად სუფთა ელექტროსკუტერის გაზიარების სერვისი საქართველოში. სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისსა და ბათუმში, ასევე უკრაინაში - კიევში.

Qari Electric-ის შესახებ
Qari Electric მობილობის ბრენდია, რომელიც ცროვრების სტილთან ასოცირდება და მოსახლეობას ქალაქში გადასაადგილებლად სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას სთავაზობს. საქართველოს დედაქალაქ თბილისში კომპანია 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სრულ მულტიმოდალურ მომსახურებას აწვდის (ელექტროველოსიპედი, ელექტრომოპედი და ავტომობილის გაზიარება).

ორივე ბრენდისთვის, უკეთესი მომავლის ხედვა მდგომარეობს ყოველდღიური პრობლემების შემცირებაში; შესაბამისად, Qari Electric-ისა და Scroll-ისთვის მთავარი მიზანია გარემოზე ზრუნვა, მობილობა უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები