სს „ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის" მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 160 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „გალთ ენდ თაგარტი".
საფონდო ბირჟის ცნობით, ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) მიება საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 20 ივლისი.

























